სამართალი
იმის გათვალისწინებით, რომ კოალიციის ლიდერი კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს, აღსრულების ბიურო გადაწყვეტს, იძულების რა გზით უნდა ამოიღოს აღნიშნული თანხა.
შეგახსენებთ: კონტროლის პალატამ ივანიშვილი სამართალდამრღვევ სუბიექტად ცნო და საერთო ჯამში 148 650 131 ლარით დააჯარიმა.
ივანიშვილის ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით კი დაკისრებული ჯარიმა შემცირდა და 74 325 065 ლარი შეადგინა.