უარყოფითი სავაჭრო ბალანსი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53%-ს შეადგენს
თბილისი, 19 ივნისი,
საქინფორმი. როგორც საქსტატი
საქინფორმს ატყობინებს, 2012 წლის იანვარი-მაისის მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4059 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 19 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 961 მლნ აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 3097 მლნ აშშ დოლარი (21 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის პირველ 5 თვეში 2136 მლნ აშშ დოლარი – საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.