საზოგადოება
ამინდი: კვირის ბოლომდე სიგრილე იქნება, მერე კი – სიცხეები

1-amindi-sazogadoeba-2თბილისი, 19 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში პარასკევამდე გრილი ამინდები იქნება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან იტყობინებიან, მომდევნო სამი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან – ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა აღნიშნულ პერიოდში დაიკლებს.

22 ივნისამდე საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30-33 გრადუსი იქნება, მომდევნო დღეებში კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე რეკორდულ სიცხეებს ელოდებიან.