აქტუალური
„ნაბეღლავი“ და „თბილღვინო“ რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას ერიდებიან

1-nabeRlavi-aqtualuri-1თბილისი, 18 ივნისი, საქინფორმი. „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელის“ განცხადებით, „კომპანია სტაბილური ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის უკვე არსებულ პარტნიორებზე კონცენტრირებას ამჯობინებს“. კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ მათ განზრახული აქვთ ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიაში ექსპორტის განვითარებაზე მუშაობა და ამავე დროს ეცდებიან, ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებლის ნდობა შეინარჩუნონ.

ღვინის ექსპორტის უმსხვილეს კომპანია „თბილღვინოში“ ვარაუდობენ, რომ ქართველი ღვინის მწარმოებლები აზიაზე ფოკუსირდებიან და რუსეთის ბაზრის მთლიანად შეცვლას შეძლებენ. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, თუ რუსეთის ბაზარი გაიხსნება, ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებენ. მისი განცხადებით, ქართულმა ღვინომ რუსეთის შემცვლელი ვერ მოძებნა, მაგრამ საკუთრივ კომპანია „თბილღვინომ“ რუსული ემბარგოს შემდეგ გაყიდვები გააორმაგა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რუსეთში ქართული ღვინისადმი ინტერესი და მასზე მოთხოვნა უწინდებურად მაღალია, მაგრამ რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შემთხვევაში ქართულ კომპანიებს გაყიდვის ადრინდელი მაჩვენებლების მისაღწევად ბევრი დრო დასჭირდებათ.