პოლიტიკა
თბილისი, 18 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 16 ივნისს პრეზიდენტის სასახლეში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქართული დიასპორის წარმომადგენლები მიიღო და თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ილაპარაკა, განსაკუთრებით, მათთან, ვინც საზღვარგარეთ დაიბადა და გაიზარდა. „ამიტომ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ორმაგი მოქალაქეობის ლეგალიზება, ხოლო იქ, სადაც ეს შეუძლებელია ან სხვადასხვა მიზეზით და სუბიექტური გადაწყვეტილებით არ ხერხდება, ჩვენს თანამოქალაქეებს თანამემამულის მოწმობებს დავურიგებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.