საზოგადოება
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერალური სამიგრაციო სამსახური არ ატარებს რაიმე საგანგებოდ დაგეგმილ და მომზადებულ აქციებს უცხოეთის მოქალაქეთა დასაკავებლად და პასუხისგებაში მისაცემად მათი ამა თუ იმ სახელმწიფოსადმი კუთვნილების მიხედვით.
ფედერალური სამიგრაციო სამსახური სამიგრაციო კანონმდებლობის სადარაჯოზე დგას და რუსეთის ტერიტორიაზე მყოფ სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებს ერთმანეთისგან არ განასხვავებს.
მიღწეულ იქნა შეთანხმება რუსეთის ფედერალური სამიგრაციო სამსახურისა და რუსეთის ფედერაციის ყველა რეგიონში „რუსეთში ქართველთა კავშირის“ წარმომადგენელთა თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოების შესახებ.