სამართალი
თბილისი, 18 ივნისი, საქინფორმი. დიმიტრი ლორთქიფანიძე, ფრაქციის – „ერთობა სამართლიანობისთვის“ – თავმჯდომარე, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს აპროტესტებს.
პარლამენტში პირველი მოსმენით დამტკიცებული „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, ერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას უფლება ექნება, თითო საარჩევნო უბანში ერთდროულად არაუმეტეს 2 დამკვირვებლი ჰყავდეს.დიმიტრი ლორქიფანიძის თქმით, გაუგებარია სადამკვირვებლო სივრცედ მხოლოდ საარჩევნო უბანი რატომ არის განსაზღვრული. „პროექტში საარჩევნო ოლქსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესახებ არაფერია ნათქვამი“, – აღნიშნავს ლორთქიფანიძე.
ოპოზიციონერი დეპუტატი ამ საკითხის დაყენებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე კოდექსში ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვაზე დააყენებს.
„უნდა გაირკვეს, ეს შეცდომაა თუ ხელისუფლების ინტერესი“, – ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.