აქტუალური
კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ საქართველოს რვა რეგიონში შეხვედრების ორგანიზებას იწყებს, რომელთა მიზანია, საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, აგრეთვე, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მისი გაჯანსაღებისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე.
შეხვედრების შემდეგ კოალიცია დააფუძნებს ჯგუფებს, რომლებიც აქტიურად გაუწევენ მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას, მოაგროვებენ შესაბამის მასალებს და საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენენ საკუთარ ანგარიშებს ამ პერიოდში გამოვლენილი დარღვევების შესახებ.
შეხვედრები რეგიონებში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.