აქტუალური
„თავისუფალი საქართველო“ „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ პროტესტს უცხადებს

1-Arqimede-aqtual-1თბილისი, 15 ივნისი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, ხელისუფლების მიერ გაპიარებული ჯანდაცვის პროგრამა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას შეუძლია სადაზღვევო პოლისით უპრობლემოდ ისარგებლოს, არ აღმოჩნდა რეალური.

ამ შემთხვევაში საქმე ეხება მხედველობის პრობლემის მქონე სიღნაღელი 83 წლის ბაბულია ბიძინაშვილს, რომლის სადაზღვევო პოლისში („არქიმედე“) მომსახურების ვადა 2013 წლამდეა მითითებული. თუმცა მოხუცს უფასო მომსახურებაზე უარი განუცხადეს – თურმე სადაზღვევო კანონის შეცვლის გამო ახალი რეგისტრაცია უნდა გაევლო.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ სიღნაღის ორგანიზაცია აპროტესტებს სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს“ გულგრილ დამოკიდებულებას მოსახლეობის მიმართ და აცხადებს, რომ კომპანია ვალდებული იყო, ცვლილებების შესახებ ეცნობებინა დაზღვეული პირისათვის.

პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, პიარისა და ფუჭი დაპირებების ნაცვლად რეალურად დაინტერესდეს მოსახლეობის პრობლემებით.