საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსამდე აიწევს
თბილისი, 14 ივნისი,
საქინფორმი. საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ყველაზე მაღალი ტემპერატურა გასულ წლებში, კერძოდ, ივნისში, 1966 წელს დაფიქსირდა. ამის შესახებ ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრიდან იტყობინებიან.
სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეს დასავლეთ საქართველოში სიცხემ შესაძლოა 40 გრადუსს მიაღწიოს, რაც ბოლო 45 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. მაგრამ შემდგომ დღეებში მოსალოდნელია ტემპერატურის დაწევა და წვიმები. „16 ივნისიდან მთელ საქართველოში იქნება ნალექები და წვიმები“, – ნათქვამია მათ ცნობაში.