საზოგადოება
თბილისი, 14 ივნისი, საქინფორმი. გლობალური მშვიდობის რეიტინგში საქართველო 141-ე ადგილზეა. კვლევა ორგანიზაცია „Vision of Humanity“-მ („კაცობრიობის ხედვა“) ჩაატარა.
რუსეთი კვლევაში 153-ე ადგილზეა, სომხეთს რეიტინგში 115-ე ადგილი უჭირავს; თურქეთს – 130-ე, ხოლო აზერბაიჯანს – 132-ე.
კვლევის მიხედვით, რეიტინგის სათავეშია დანიაა, ხოლო უკანასკნელ – 158-ე ადგილზე – სომალი. რეიტინგი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შედგა: საზოგადოებაში კრიმინალის აღქმა; მკვლელობები; დაკავებული მოსახლეობა; იარაღის ხელმისაწვდომობა; ორგანიზებული შიდა კონფლიქტი; ძალადობრივი დემონსტრაციები; ძალადობრივი კრიმინალი; პოლიტიკური არასტაბილურობა; პოლიტიკური ტერორი; იარაღის იმპორტი; ტერორისტული აქტები; შიდა კონფლიქტის შედეგად სიკვდილიანობა; სამხედრო დანაკარგი; შეიარაღებული ძალების პერსონალი; გაეროს სამშვიდობოების დაფინანსება; მძიმე იარაღი; სამხედრო შესაძლებლობა; იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა; მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა; ბრძოლა კონფლიქტებთან, გარე კონფლიქტების შედეგად სიკვდილიანობა.