პოლიტიკა
სააკაშვილი ბათუმში ეიმონ გილმორს შეხვდა

1-saak-politika-2თბილისი, 14 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ირლანდიის ვიცე-პრემიერს,  საგარეო საქმეთა მინისტრ ეიმონ გილმორს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები, განიხილეს. მათ სურვილი გამოთქვეს, ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავონ. შეხვედრისას რეგიონული უსაფრთხოების საკითხსაც შეეხნენ და კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს.

ეიმონ გილმორმა, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა,  საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის შესაძლებლობის თაობაზეც ისაუბრა.

შეგახსენებთ: ირლანდიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ეიმონ გილმორი, რომლის ქვეყანაც ამჟამად ეუთოს თავმჯდომარეა, საქართველოს სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია. ბათუმიდან სტუმარი ბაქოში გაემგზავრა.