პოლიტიკა
ამერიკის დროშის დღე საქართველოში

1langeiTi-politika-3თბილისი, 14 ივნისი, საქინფორმი. საგანმანათლებლო ცენტრ “ლანგეითის“ ახალგაზრდული კლუბი დღეს რიყის პარკში  ამერიკის დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიების ფარგლებში გამოფენა ჩატარდება, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები ამერიკის დროშის თემაზე შექმნილ ნამუშევრებს წარმოადგენენ. მოზარდები ასფალტს ფერადი ცარცებით მოხატავენ და ერთმანეთს ამერიკის ისტორიის ცოდნაში შეეჯიბრებიან.

„ლანგეითის“ მიზანი ორი ქვეყნის კულტურათა დაახლოება და ურთიერთგაცნობაა. ამერიკული ცენტრის ორგანიზებით საქართველოში უკვე აღინიშნა „მადლიერების დღე“ და „ამერიკის პრეზიდენტის დღე“.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკული ცენტრისა და უნივერსიტეტების სტუდენტებიც. ორგანიზატორები წამახალისებელ ინტერაქტიურ ვიქტორინას გაათამაშებენ, სადაც გამარჯვებულებს „ლანგეითი“ წამახალისებელ პრიზებს გადასცემს. გამოფენაში მონაწილე ყველა მოზარდი საჩუქრად „ლანგეითის“  სასწავლო კურსებზე ფასდაკლების ბარათებს მიიღებს.

ამერიკაში დროშის დღე ოფიციალურად 1977 წლიდან აღინიშნება. ამერიკელი ხალხი ამ დღეს ყოველწლიურად სახალხო დღესასწაულს მართავს, ეწყობა გამოფენები, იმართება კონცერტები, ტარდება აღლუმი.