აქტუალური
ყაზახეთი მზად არის, საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლები გამოაგზავნოს

1xarat-qatualuri-3თბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი. ეს საკითხი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილისა და საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებულის – ადილ ტურსუნოვის, შეხვედრის დროს განიხილეს.

მხარეებმა ორი ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიების მუშაობის ძირითად მიმართულებებსა და უწყებებს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების შესაძლო გზებზე იმსჯელეს.

ყაზახმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობაზე დაკვირვებაში. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ა.წ. ოქტომბერში გაიმართება, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, აპრილის დასაწყისში შსს-მ ოფიციალური წერილები დაუგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებს და ცალკეულ სახელმწიფოებს.

როგორც ადრე განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, არჩევნებამდე თითქმის შვიდი თვით ადრე საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა საერთაშორისო პრაქტიკაში უპრეცედენტო შემთხვევაა.