საზოგადოება
კახა ბექაური: „ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მე-9 არხი არ შედგეს“
1beqauri-sazogadoeba-2თბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი. ტელეკომპანია „მე-9 არხის“ გენერალური დირექტორი კახა ბექაური მაუწყებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არხი არ შედგეს.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც მის გარდა კომპანია „გლობალ ტვ“-ის ხელმძღვანელობა და ტელეკომპანია „პირველი სტერეოსა“ და „სტერეო +“-ის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანიც ესწრებოდნენ, ბექაურმა განაცხადა, რომ სხვა დაბრკოლებებთან ერთად, ტელეკომპანიას პრობლემები ექმნება რეგიონული ბიუროების გახსნის პროცესშიც, რადგან ოფისების დაქირავებაზე მეპატრონეები დიდწილად უარს ამბობენ. მან იქვე დასძინა, რომ ტელევიზიაში ამ დრომდე ვერ მოხერხდა ოპტიკური ინტერნეტის შეყვანა, რადგან არცერთმა ინტერნეტპროვაიდერმა, ვისაც ამის გაკეთების კომპეტენცია აქვს, „მე-9 არხს“ეს მომსახურება არ გაუწია.
ამასთან, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის განმარტებით, პრობლემები შეექმნა ყველა კომპანიას, რომელმაც „მე-9 არხთან“ რაიმე ფორმით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.