აქტუალური
საქსტატის ინფორმაციით, 2012 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი გერმანიიდან შემოვიდა – 131.1 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის თურქეთი – 32.3 მლნ აშშ დოლარი; გაერთიანებული სამეფო – 27.3 მლნ აშშ დოლარი; ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები – 21.7 მლნ აშშ დოლარი; იაპონია – 21.6 მლნ აშშ დოლარი; ლუქსემბურგი – 19.8 მლნ აშშ დოლარი.
2012 წლის პირველ კვარტალში გადამამუშავებელმა მრეწველობამ და საფინანსო სექტორმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ნაწილი მოიზიდა, შესაბამისად – 64.5 მლნ აშშ დოლარი და 62.5 მლნ აშშ დოლარი. შემდეგ მოდის: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 38.1 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 20.9 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 19.5 მლნ დოლარი; ენერგეტიკა – 18.3 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა – 5.6 მლნ აშშ დოლარი; რესტორნები და სასტუმროები – 4.4 მლნ აშშ დოლარი.