საქართველო-ბულგარეთის კულტურული თანამშრომლობის მემორანდუმი
თბილისი, 13 ივნისი,
საქინფორმი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და ბულგარეთს შორის კულტურის, ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობის, ლიტერატურისა და კონემატოგრაფიის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ და ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა ვეჟდი ლეტიფ რაშიდოვმა.
ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის ეროვნული მუზეუმის გალერეას დაათვალიერებს და გამგზავრებამდე მცხეთას ეწვევა.