აქტუალური
თბილისი, 12 ივნისი, საქინფორმი. დავით საყვარელიძემ, რომელმაც მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომისა და პოლიტიკაში წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება, შესაძლოა, თბილისის კრწანისის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი.
მმართველი პარტიის პრესსამსახურში დაადასტურეს, რომ საყვარელიძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სად იყრის კენჭს. საყვარელიძე, რომელმაც დეტალების დაკონკრეტების გარეშე დაადასტურა, რომ პოლიტიკაში აპირებს საკუთარი ძალების მოსინჯვას, პროკურატურის სტრუქტურებში 2007 წლიდან მუშაობდა, ხოლო მანამდე სხვადასხვა პერიოდში – ქალაქ თბილისის მერიაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროში.