აქტუალური
თბილისი, 12 ივნისი, საქინფორმი. რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გამავალ გაზსადენზე მომხდარი დაზიანება აღმოფხვრილია.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, საქართველოს გავლით სომხეთში გაზის ტრანზიტი უკვე აღდგა.გაზსადენის ოპერატორმა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.
სომხეთში გაზის ტრანზიტი 8 ივნისს ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის საგურამოს მონაკვეთზე გაზის გაჟონვის გამო დროებით შეწყდა.