საზოგადოება
„ქართული ოცნების“ შემდეგი აქცია 17 ივნისს ოზურგეთში გაიმართება

1ozurgeTi-sazogadsoeba-3თბილისი, 11 ივნისი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ შემდეგი აქცია გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, 17 ივნისს გაიმართება.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო საქინფორმს ატყობინებს, მომავალ კვირას ოზურგეთელები, ჩოხატაურელები და ლანჩუთელები შეიკრიბებიან.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად, სად სურს კოალიციას აქციის გამართვა და რა რეაგირება ექნება ამაზე ოზურგეთის მერიას.