საზოგადოება
საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ რუსეთის მთავრობის წევრები: განათლების მინისტრი დიმიტრი ლივანოვი, კულტურის მინისტრი ვლადიმირ მედინსკი, რეგიონული განვითარების მინისტრი ოლეგ გოვორუნი, ფედერალური მიგრაციული სამსახურის დირექტორი კონსტანტინე რომოდანოვსკი.
საბჭოში შევიდნენ, აგრეთვე, სომხური, ქართული, აზერბაიჯანული, კორეული, ლეკური, ჩუვაშური, ქურთული, პოლონური, ყაზახური, ებრაული, ბოშური, თათრული, უკრაინული, ბელარუსული ფედერალური ეროვნული დიასპორებისა და სხვა დიასპორული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერები.
ცნობისათვის: წინადადება ეროვნებათაშორისი ურთიერთობის საპრეზიდენტო საბჭოს შექმნისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის რწმუნებულის თანამდებობის შემოღების შესახებ რეგიონული განვითარების სამინისტრომ 2012 წლის მარტში წარმოადგინა. ამგვარი ორგანოს შექმნის აუცილებლობაზე მიუთითებდა, აგრეთვე, ბევრი საზოგადო მოღვაწე და რუსეთის ეროვნული დიასპორების წარმომადგენელი, კერძოდ, „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ ეროვნული საკითხების სათათბირო ორგანოს შექმნის წინადადება 2011 წელს მანეჟნაიაზე მომხდარი მოვლენებისთანავე წამოაყენა.