აქტუალური
საია და „სამართლიანი არჩევნები“ „ქართული ოცნების“ აქციებს აკვირდებიან

1saia-aqtualuri-1თბილისი, 11 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ გასულ უქმეებზე განაცხადეს, რომ ქუთაისში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციას აკვირდებიან.

როგორც ჟურნალისტებს საიადან აცნობეს, დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.

„ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს უწევენ ქუთაისში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც აქციის ა და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება“, – აცხადებენ საიაში.

საია და „სამართლიანი არჩევნები“ იმედოვნებენ, რომ აქციები მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, ასევე, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.