პოლიტიკა
თბილისი, 11 ივნისი, საქინფორმი. შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტში წერია, რომ წარმომადგენელთა პალატა მხარს უჭერს საქართველოსთან შეერთებული შტატების გაძლიერებულ ურთიერთობას.
ამის მიზანი კი არის, დაეხმაროს ქვეყანას, გაზარდოს უსაფრთხოება და აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით.რეზოლუციაში ამერიკელი კონგრესმენები რუსეთისგან მოითხოვენ, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ისინი ღიად მოუწოდებენ რუსეთის მთავრობას – იძულებით გადაადგილებულ პირებს სრული, ღირსეული, უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების საშუალება მისცეს, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში დაუშვას საერთაშორისო მისიები.
რეზოლუციაში მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის ნატოში გაწევრების მისწრაფება, საუბარია მომავალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზეც.