სამართალი
„ნოეს კიდობანმა“ მ. თათევოსოვის ნაყალბევი ვებგვერდიდან ამოიღო! პროვოკატორის ლუსტრაცია გრძელდება!

1lustracia-samarTali-1გაზეთ „ნოეს კიდობანში“ (№9, 2012 წლის 16 მაისი) გამოქვეყნდა მასალა კონსენსუსის ძიებაში. ინტერვიუ, რომელიც თითქოსდა ვინმე დინარა მელიქ-ნუბაროვამ თითქოს აიღო გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ვითომდა მთავარი რედაქტორის მოადგილის თეა ასათიანისაგან, ჟურნალისტიკის ისტორიაში უპრეცედენტო ნაყალბევი აღმოჩნდა, რომელიც თავიდან ბოლომდე ციხიდან არც ისე დიდი ხნის წინ გამოსული ცნობილი პროვოკატორის მიხეილ თათევოსოვის მიერ არის შეთითხნილი. ამის შესახებ „საქინფორმი“ გასულ კვირას იუწყებოდა  შპს „ნოეს კიდობანი მედიას“ გენერალური დირექტორის გ.ი. ანისონიანისადმი მიმართულ ღია წერილში ნოეს კიდობანში” ეშმაკი შეიპარა!”.

შპს „ნოეს კიდობანი მედიას“ გენერალურ დირექტორს გ. ანისონიანს ცალკე წერილით მიმართა „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა თეა ასათიანმა.

და აი, დამოუკიდებელი საინფორმაციო-ანალიტიკური საერთაშორისო სომხური გაზეთი „ნოეს კიდობანის“ რედაქციიდან პასუხი მოვიდა:

პატივცემულო თეა ასათიანო!

თქვენთან ინტერვიუ ჩვენი ვებსაიტიდან ამოღებულია. ყველა პრეტენზიით მიმართეთ ავტორს მ. თათევოსოვს.

თქვენი წერილი და საქინფორმის ტექსტი მ. თათევოსოვს გაეგზავნა ახსნა-განმარტების მოთხოვნით.

გაზეთ ნოეს კიდობანისმთავარი რედაქტორი გრიგორი ანისონიანი 

მაშ ასე, ასავალ-დასავალი, საქინფორმი, Новость.ge, ნოეს კიდობანი პროვოკატორის ლუსტრაცია გრძელდება!

საქინფორმი სარგებლობს შემთხვევით და ატყობინებს ყველა გამოცემის რედაქციებს, რომლებსაც ოდესმე მიუღიათ ან, შესაძლოა, მომავალში მიიღონ უცენზურო ლექსიკის შემცველი კომენტარები ოლეგ პანფილოვის ხელმოწერით: შეამოწმეთ, თუ მათი IP არის 188.93.90.182 (პროვაიდერი SAKABELO LUNET, სოლოლაკი), მაშინ ეს სულაც არ არის ოლეგ პანფილოვი, არამედ წვრილმანი ცრუპენტელა, ლაჩარი და შოვინისტი მიხეილ თათევოსოვი გახლავთ, რომელსაც Новость.ge”-ს კოლექტივმა მოსწრებულად შეარქვა კანონიერი ფსიქოლოგი.

თავის მხრივ, საქინფორმი ჟურნალისტურ გამოძიებას განაგრძობს და შეეცდება, გაარკვიოს:

– ვითომ შემთხვევით გააჩაღა სექსოტმა მ. თათევოსოვმა საქართველოში ბობოქარი მოღვაწეობა ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების ერთდროულად? ვინ და რა მიზნებით აფინანსებს ესოდენ გულუხვად შარისთავი პენსიონერის  საქართველოში საქმიანობას?

– ვითომ შემთხვევით შეიყვანა თაღლითმა პირველ ხანებში შეცდომაში „საქინფორმის“ და ქართული პრესის ფლაგმანის „ასავალ-დასავალის“ რედაქციები – გამოცემების, რომლებიც თავიანთი პატრიოტული მიმართულებით არიან ცნობილი და რომლებსაც ის ანტისომხურს უწოდებს?

– ვითომ შემთხვევით ჩნდება გამუდმებით მისი პროვოკაციული და ცრუ ოპუსები ორ ერთსა და იმავე სომხურ ინტერნეტგამოცემაში, რომლებიც თავიანთი ანტიქართული პროპაგანდით არიან ცნობილი?

– ვითომ შემთხვევით ცდილობს ინტრიგანი ქართველი საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი და პატივსაცემი ადამიანების – ჟურნალისტების, საზოგადო მოღვაწეების და კიდევ საქართველოს იმ ხელისუფლების წარმომადგენელთა  დისკრედიტებას, რომელმაც ის წინდაუხედავად შეიწყალა?

საქინფორმი

თბილისი, 2012 წლის 11 ივნისი