საზოგადოება
”ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მსვლელობაში, რათა მხარი დავუჭიროთ ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების საზოგადოებას ლატვიაში და მთელ მსოფლიოში”, - განაცხადა ჯუდიტ გარბერმა. მისი აზრით, სექსუალურ უმცირესობებს მხარდაჭერა ესაჭიროებათ, რადგან მათი უფლებები დაცული არ არის.
გეიაღლუმის შემდეგ ღონისძიებაზე ”ადამიანის უფლებებისათვის”, რომელიც აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა, ამერიკული ჯგუფი „Betty“ გამოვიდა.
გეიაღლუმი რიგაში ორგანიზაცია „მოზაიკას“ მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც სექსუალურ უმცირესობათა ინტერესებს წარმოადგენს. რიგის დუმამ, სადაც ამ ღონისძიების ჩატარებაზე განაცხადი შევიდა, უარის თქმის საფუძველი ვერ ნახა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2011 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გეების, ბისექსუალთა და ტრანსსექსუალთა უფლებების დაცვას შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი უწოდა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საზღვარგარეთის სახელმწიფოებისთვის დახმარების გაწევა იქ სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვას დაუკავშირა.