საზოგადოება
კიდევ ერთი ტრაგედია „სოხუმის“ მფლობელის ოჯახში

1samZimari-sazogadoeba-3თბილისი, 8 ივნისი, საქინფორმი. საკალათბურთო კლუბი „სოხუმი“ ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 7 ივნისს მოსკოვში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 20 წლის ირაკლი ესიავა – კლუბ „სოხუმის“ მფლობელისა და პრეზიდენტის – მინდია გულუას, დისშვილი.

კლუბი უსამძიმრებს ბატონ მინდიას, მის დას – ნანა გულუას, სიძეს – კახა ესიავას, ბატონ მინდია გულუას დედას – ნელი ჩილაჩავას, მათ ნათესავებსა და ახლობლებს.

ირაკლი ესიავა 8 ივნისს გადმოასვენეს თბილისში, დაკრძალვა – 12 ივნისს.

საქინფორმი თანაუგრძნობს მინდია გულუას დისშვილის გარდაცვალების გამო.