პოლიტიკა
თბილისი, 8 ივნისი, საქინფორმი. შვეიცარიაში ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, მე-20 რაუნდი იმართება. საქართველოს დელეგაცია უკვე ჟენევაში იმყოფება. დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს.
მოლაპარაკებებზე ქართული მხარე დააყენებს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობის საკითხებს, განიხილავს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ფუნდამენტური უფლების უზრუნველყოფისთვის აუცილებელ პირობებს, იმსჯელებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ.აფხაზეთის მთავრობა კი ჟენევის მოლაპარაკებებზე აპირებს, დააფიქსიროს, რომ მათთვის მიუღებელია საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის ნეიტრალური სტატუსის სამგზავრო დოკუმენტის შეთავაზება.
გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლების ინიციატივით, ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენების მართლზომიერების საკითხი განიხილება.