პუბლიკაციები
შპს „ნოეს კიდობანი მედიას“ გენერალურ დირექტორს გ.ი. ანისონიანს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ თეა ასათიანისაგან

1analit-anons-tea2პატივცემულო გრიგორი იურის ძევ!

მე, ჟურნალისტი თეა ასათიანი, მთლიანად ვადასტურებ ყველაფერს, რაც დღეს თქვენდამი მომართულ ღია წერილში გამოაქვეყნა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა.

არ მეგონა, რომ „საქინფორმის“ რედაქციის განცხადება ეჭვქვეშ დადგებოდა და აუცილებელი გახდებოდა, ჟურნალისტიკაში გაუგონარი ეს ფაქტი პირადად მე, ჟურნალისტს (და არა მთავარი რედაქტორის მოადგილეს, როგორც თქვენს გაზეთ „ნოეს კიდობანში“ გამოქვეყნებულ ნაყალბევშია მითითებული!) დამედასტურებინა.  გამომდინარე სარედაქციო ეტიკეტიდან და, აგრეთვე, იქიდან, რომ „საქინფორმის“ რედაქციის ღია წერილი, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო „ასავალ-დასავალის“ რედაქციასთან და პირადად ჩემთან (განა შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო?!), მე, ჟურნალისტმა, საჭიროდ აღარ მივიჩნიე ამის გაკეთება მაშინ, როდესაც საქართველოში პატივსაცემი გამოცემების – „ასავალ-დასავალის“ და „საქინფორმის“, მთავარი რედაქტორები საქმის კურსში იყვნენ. ამიტომ თქვენი გაოცება ჩემთვის, ცოტა არ იყოს, გაუგებარია...

მაგრამ რადგან ეს აუცილებელია უარყოფისთვის, რომელსაც მე, მრავალწლიანი ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში ამგვარად პირველად შეურაცხყოფილი, აუცილებლად მოვითხოვ (ისევე, როგორც საგამომცემლო სახლ „ასავალ-დასავალის“ ხელმძღვანელობა), ინებეთ: გაზეთ ნოეს კიდობანში და ამავე გაზეთის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინტერვიუ კონსენსუსის ძიებაში პირველიდან ბოლო ასომდე ნაყალბევია! ის მ. თათევოსოვის მიერ არის დაწერილი, რაც მან პირადად ჩემთან აღიარა, როდესაც ჩემს მობილურ ტელეფონზე დამირეკა (მითითებულია ნომერი, – საქინფორმი) – მაშინვე მას შემდეგ, რაც ინტერვიუს ქვეშ ჩემი კომენტარი ნახა, რომელშიც ამ ნაყალბევთან ყოველგვარ კავშირზე უარს ვაცხადებდი და უარყოფას მოვითხოვდი (გარკვეული ხნის შემდეგ ჩემი კომენტარი თქვენმა თანამშრომლებმა წაშალეს).

გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტი თეა ასათიანი

თბილისი, 2012 წლის 6 ივნისი