სამართალი
თბილისი, 7 ივნისი, საქინფორმი. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს და შემდგომი რეაგირების თხოვნით პროკურატურას მიმართავს.
„2012 წლის 5 ივნისს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო ღონისძიების ფარგლებში ხდებოდა მოქალაქეებისთვის ბუკლეტების დარიგება, რომლის დროსაც ამომრჩევლებს სთავაზობდნენ მხარდაჭერის მიღების სანაცვლოდ თავისი თხოვნების დაფიქსირებას და ჰპირდებოდნენ მათ მატერიალიზებას.კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულის ნიშნები, რაც გამოიხატება საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის დაპირებაში“, – ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.
ამ კონტექსტში ფინანსური მონიტორინგის სამსახური საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს, აღნიშნული ფაქტით დაინტერესდეს და კომპეტენციის ფარგლებში მასზე რეაგირება მოახდინოს.