აქტუალური
ახალი სახეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“

1baqraZe-aqtualuri-2თბილისი, 7 ივნისი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული და მაჟორიტარული შემადგენლობა განახლდება. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბარისას გააკეთა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველა არჩევნებზე განახლებული შემადგენლობით გამოდიოდა. ვფიქრობ, რომ ეს პარტიის ერთ-ერთი მთავარი სიძლიერეა. პოლიტიკაში მთავარი პრინციპის შენარჩუნებაა. ამასთან, ახალი ადამიანების გამოჩენა მნიშვნელოვანია. ჩვენ ის პოლიტიკური ძალა ვართ, რომელიც პრინციპს ვინარჩუნებთ, მაგრამ, ამასთან, სიახლეები მუდმივად გვაქვს. ახალი ადამიანები მაჟორიტარულ ნაწილსა და საარჩევნო სიაში ნამდვილად იქნებიან“, – ამბობს დავით ბაქრაძე.

„მაჟორიტარ კანდიდატებს შორის ახალი პოლიტიკური ფიგურები, რა თქმა უნდა, იქნებიან, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე კანდიდატთა გვარების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

„კონსულტაციები, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, მაგრამ როდის და რა ფორმით გამოცხადდება, მოგვიანებით გაიგებთ“, – აღნიშნავს დავით ბაქრაძე.