პოლიტიკა
ლუკაშევიჩი: „აშშ ბოლომდე ვერ აცნობიერებს საქართველოს მისწრაფების შედეგს“

1lukaSeviCi-politika-3თბილისი, 7 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის – ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებით, აშშ ბოლომდე ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას, როდესაც მხარს უჭერს თბილისის მისწრაფებას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის იდეის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

,,აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები კვლავ აკეთებენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ხმამაღალ განცხადებებს, სიტყვასიტყვით იმეორებენ მისი პროპაგანდის ტყუილ თეზისებს, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას ეხება. ამგვარად ისინი აქეზებენ თბილისის რევანშისტულ მისწრაფებას. ვაშინგტონში ბოლომდე ვერ აცნობიერებენ პასუხისმგებლობის ზომებს“, – აღნიშნავს ლუკაშევიჩი.