სამართალი
აფხაზებსა და ოსებს ამერიკაში მოგზაურობისა და სწავლის საშუალება ექნებათ

1afxazebs-samarTali-3თბილისი, 6 ივნისი, საქინფორმი. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის საელჩოები და საკონსულოები უახლოეს პერიოდში ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტებს მიიღებენ, რომელთა მეშვეობითაც აფხაზ და ოს ხალხებს ამერიკაში მოგზაურობისა და სწავლის საშუალება ექნებათ.

„ჩვენ განვიხილეთ გზები, როგორ შეუძლია საქართველოს, ხელი გაუწოდოს აფხაზებსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ხალხს. ამ გზებში შედის ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტებით უზრუნველყოფა. მალე ამერიკის საელჩოები და საკონსულოები მსოფლიოში მიიღებენ ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტებს ნებისმიერი რეზიდენტისთვის ამ რეგიონებში, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ ის გამოიყენონ ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად ან სამოგზაუროდ. ეს იქნება ნაწილი იმ შერიგებისა, რომელიც გათვალისწინებულია მშვიდობიანი და სამართლიანი რეზოლუციით“, – განაცხადა აშშ-ის სახლმწიფო მდივანმა.