საზოგადოება
კლინტონი „თავდაცვითი თანამშრომლობის ახალი სფეროების“ შესახებ

1klintoni-sazogadoeba-3თბილისი, 6 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 5 ივნისს ბათუმში პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თავდაცვითი თანამშრომლობის სამ ახალ სფეროზე გააკეთა განცხადება.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვითი კურსისთვის წვრთნას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რათა უკეთ განახორციელოთ თქვენი სანაპიროებისა და ცის დაცვა, – განაცხადა მან. – ჩვენ გავაუმჯობესებთ საქართველოს მრავალფუნქციურ ვერტმფრენებს, რათა მათ უფრო ადვილად შეძლონ მარაგისა და ხალხის ტრანსპორტირება ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ, ასევე, ვაპირებთ, დავეხმაროთ საქართველოს, უზრუნველყოს XXI საუკუნის წვრთნები თავისი ოფიცრებისთვის, რაც მათ დღევანდელი ცვალებადი მისიებისთვის სჭირდებათ“.

„ყველა ამ ძალისხმევით საქართველო უფრო ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი იქნება საკუთარი თავდაცვის გაუმჯობესებული შესაძლებლობით“, – განაცხადა კლინტონმა.