პოლიტიკა
აშშ ელოდება საქართველოში სამართლიანი არჩევნების შედეგად ძალაუფლების დემოკრატიულად გადაცემას

1saak1-politika-2თბილისი, 6 ივნისი, საქინფორმი. „საქართველოში გრძელვადიანი უსაფრთხოების წარმატება დამოკიდებული იქნება უმეტესწილად დემოკრატიის ხარისხზე“, – განაცხადა აშშ-ის სხელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. მისი განცხადებით, საქართველოში ამ მხრივ არის ძალიან დიდი შესაძლებლობები.

„აშშ იდგება საქართველოს გვერდით, როდესაც ისინი ნაბიჯებს გადადგამენ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლების განსამტკიცებლად. ყველა ქართველი იმსახურებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში იცხოვროს. დღეს შევხვდი საქართველოს ოპოზიციის პარტიის ლიდერებს და განვიხილეთ მათი როლი საქართველოს დემოკრატიის გაღრმავებაში. აშშ-ს სჯერა, რომ დემოკრატიული პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მამოძრავებელი ძალები, სამოქალაქო აქტივიზმი, დებატები, თანაბარი სამუშაო გარემო. მოუთმენლად ველოდებით, რომ საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს შემოდგომაზე და შემდეგ დემოკრატიულად მოხდეს ძალაუფლების გადაცემა 2013 წელს. გვჯერა, რომ ყველა პარტიამ, ყველა კანდიდატმა პატივი უნდა სცეს პოლიტიკურ პროცესს. მოუთმენლად ველოდებით, რომ ძლიერი ურთიერთობები იყოს იმ ადამიანთან, რომელსაც აირჩევს ქართველი ხალხი“, – განაცხადა მან.