აქტუალური
თბილისი, 5 ივნისი, საქინფორმი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გრემისხევთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს კონფლიქტისგან დაზარალებული რეგიონების ომის ნარჩენებისგან განთავისუფლებისაკენ მოუწოდებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ნაღმის აფეთქების შედეგად დაშავდნენ მეტყევეები გრემისხევის მახლობლად 3 ივნისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ელჩი მოუწოდებენ ყველა მხარეს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რათა გათავისუფლდეს კონფლიქტისგან დაზარალებული რეგიონები ომის ნარჩენებისგან.სადამკვირვებლო მისიამ განაღმვითი სამუშაოების საკითხი არაერთხელ წამოჭრა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებულ შეხვედრებზე. მისია იმედოვნებს, რომ ამ საკითხს ადეკვატური რეაქცია მოჰყვება მომდევნო შეხვედრაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გრემისხევი-ახალგორის საზღვართან მეტყევეების ავტომანქანა იქ დატოვებულ ნაღმზე აფეთქდა. დაშავდა 8 მოქალაქე.