პოლიტიკა
ჰილარი კლინტონი შეხვდება ბიძინა ივანიშვილს?

1hilari-ucxთბილისი, 5 ივნისი, საქინფორმი. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ოპოზიციურ სპექტრთან ერთად შეხვდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის საელჩოში განუცხადეს.

როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ქართულ ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრას გამართავს. ბიძინა ივანიშვილს აღნიშნულ შეხვედრაზე დასასწრებად მოსაწვევი გადაეგზავნა, დაესწრება თუ არა ის ამ შეხვედრას, ეს უკვე კოალიციის ლიდერის საქმეა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნას ლინტონთან ცალკე შეხვედრასთან დაკავშირებით, ამაზე ვერაფერს გეტყვით, სახელმწიფო მდივანი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს რა ფორმატში შეხვდება, უკვე გითხარით, – აცხადებენ საელჩოში.

ცნობისათვის: პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 30 მაისს ამერიკის საელჩოს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან ცალკე შეხვედრის მოთხოვნით მიმართა. ქალბატონი კლინტონი ბათუმში გუშინ, საღამოს, ჩაფრინდა, შემდეგ კი საქართველოს დედაქალაქს ეწვია.