პოლიტიკა
თბილისი, 5 ივნისი, საქინფორმი. ევროპის კვირეულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, ექსპერტები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.
პრეზიდენტმა კვირეულის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრი ფლორან სტორა და სხვები.ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება დემოკრატიულ და ევროპულ ფასეულობებზე გაამახვილა და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ევროპულ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ევროპის კვირეული 29 მაისს გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში არაერთი ფოტოგამოფენა, დისკუსია და წიგნის პრეზენტაცია მოეწყო.