სამართალი
სომხები ჰილარი კლინტონს ვააგნ ჩახალიანის გათავისუფლებას სთხოვენ

1-somxebi-samarTali-3თბილისი, 4 ივნისი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციების კავშირ „ერკირის“ (ერევანი) პროგრამების კოორდინატორმა, ბატონმა რობერტ თათოიანმა „საქინფორმის“ რედაქციას განცხადება გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად ვაქვეყნებთ:

„ჯავახკის სომხები ჰილარი კლინტონს სთხოვენ, საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დროს ვააგნ ჩახალიანის გათავისუფლების საკითხი დააყენოს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი რეგიონული ტურნეს ფარგლებში 2012 წლის 5 ივნისს საქართველოში ჩავა. ამასთან დაკავშირებით კავშირ „ერკირს“ გამოქვეყნების თხოვნით გადაეცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნისადმი მიმართული პეტიცია.

დოკუმენტზე ხელისმომწერი 1650-ზე მეტი ადამიანი, საქართველოს სომხებით დასახლებული რეგიონი ჯავახკის მცხოვრებნი, ქალბატონ კლინტონს მოუწოდებს, საქართველოში ვიზიტის დროს ხელისუფლებასთან ჯავახკის პოლიტიკური მოღვაწის, პოლიტიკური პატიმრის – ვააგნ ჩახალიანის, გამართლებისა და გათავისუფლების საკითხი დააყენოს.

2012 წლის 2 ივნისს პეტიცია ხელმოწერებითა და  თანდართული წერილით სომხეთში აშშ-ის საელჩოს გადაეცა“.