აქტუალური
თბილისი, 4 ივნისი, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს ატყობინებს, საქართველოში 2012 წლის აპრილში 2011 წლის აპრილთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ)რეალური ზრდის ტემპმა 5,7% შეადგინა.
საქსტატის ცნობით, წინასწარი შეფასებით, 2012 წლის I კვარტალში 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშპ-ის რეალურმა ზრდამ 6,5 % შეადგინა.დაზუსტებული მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის I კვარტლის მონაცემები 19 ივნისს გამოქვეყნდება.
ცნობისათვის: საქართველოს მშპ 2011 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით7%-ით გაიზარდა. მაისის დასაწყისში მთავრობამ 2012 წლის ეკონომიკური ზრდის პარამეტრებს გადახედა და პროგნოზი 5-დან 6%-მდე გაზარდა.