აქტუალური
მსოფლიოში ნავთობის ფასები შემცირდა

1navTobi-aqtual-1თბილისი, 4 ივნისი, საქინფორმი. მსოფლიოში ნავთობის ფასები ბოლო ვაჭრობის შედეგად შემცირდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“იტყობინება.

ლონდონში InterContinental Exchange Brent ტიპის ნავთობის ფიუჩერსებზე ფასი ბარელზე 0,3 აშშ დოლარით შემცირდა და 106,38 აშშ დოლარი შეადგინა.

ნიუ იორკში „New York Mercantile Exchange“-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 0,35 აშშ დოლარით 90,41 აშშ დოლარმდე შემცირდა.

საინტერესოა, როდის დაეტყობა ეს ცვლილებები საწვავის ფასებს ჩვენს ქვეყანაში? ჩვეულებრივ,მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების მატებაზე  მაშინვე რეაგირებენ, მაგრამ ფასების შემცირებაზე რეაგირების ფაქტების გახსენება ჭირს...