სამართალი
ბიძინა ივანიშვილი ჰანს მარტინესსა და ამანდა პაულს შეხვდა

1biZina-samarTali-2თბილისი, 4 ივნისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპის პოლიტიკის ცენტრის“ ხელმძღვანელ ჰანს მარტინესსა და ორგანიზაციის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის კოორდინატორ ამანდა პაულს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია იყო.

ცნობისთვის: „ევროპის პოლიტიკის ცენტრი“ ერთ-ერთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციაა ბრიუსელში.