აქტუალური
მათივე თქმით, აღნიშნული ფესტივალი ჯერ კიდევ 25 მაისს ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით დააანონსეს. ქალაქის ცენტრში ერთი თვის განმავლობაში მუსიკალური და თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ყოველდღე, დილიდან საღამომდე, მოედანი დაკავებული ექნება სხვადასხვა ღონისძიებას.
როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აღნიშნეს, ქალაქის თვითმმართველობამ კოალიციას ალტერნატიული ადგილი აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვნის მოედანზე, ე.წ. 100-საფეხურიან კიბეებთან შესთავაზა.
„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაეთანხმებიან თუ არა ქუთაისის მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე მიტინგის გამართვას.