აქტუალური
საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა

1amindi-aqtualuri-3თბილისი, 1 ივნისი, საქინფორმი. თბილისში და მთელ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან იტყობინებიან, ქვეყნის აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც ძლიერი ნალექის შედეგად შესაძლებელია პატარა ხევებსა და მდინარეებში წყალმოვარდნები იყოს. ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვაც.

2-6 ივნისს კი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს. იქნება უმეტესად უნალექო, მზიანი ამინდები, რის შედეგადაც ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 33 გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთში კი – 30 გრადუსამდე.