საზოგადოება
განცხადებაში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ „ქალბატონი მაიას გუნდი კოლეგიალურად და ღირსეულად მოიქცა სამსახურის დატოვებისას. თავად ქალბატონი მაია კი დიდხანს იყო იმ სისტემის ნაწილი, თანამონაწილე და შესაძლოა, „მძევალიც“, რომელსაც უდიდესი დანაშაული მიუძღვის ქართული განათლების სისტემის დანგრევაში“.
როგორც „თამარიონის“ წარმომადგენლები აცხადებენ, „გადაწყვეტილება მაღალანაზღაურებადი თანამდებობის დატოვების შესახებ მას (მაია მიმინოშვილს, – საქინფორმი) უნდა მიეღო თავად და 27 მაისის მოვლენებამდე ბევრად ადრე. ეს არ უნდა მომხდარიყო მინისტრ შაშკინის გადაწყვეტილებით და გამოცდებისთვის ასეთ არახელსაყრელ პერიოდში“.
„განათლების მინისტრ შაშკინს არ უნდა მისცემოდა ისედაც პოლიციურ სტრუქტურაზე მდგარი განათლების სფეროს საბოლოოდ პოლიციურ რეჟიმად ჩამოყალიბების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მანამდე არსებულ მინისტრებთან ერთად, განათლების საგამოცდო სისტემაში წლობით მიმდინარე არასწორ პროცესებზე პასუხისმგებლობა ქალბატონ მაია მიმინოშვილსაც ეკისრება“, – ნათქვამია განცხადებაში.