საზოგადოება
ჯანდაცვის სფეროს ომბუდსმენი ჰყავს

1mediacia-sazogadoeba-3თბილისი, 31 მაისი, საქინფორმი. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჯანდაცვის სფეროს ომბუდსმენი წარადგინა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, პაციენტის, კლინიკის, სადაზღვევო კომპანიების უფლებებს ამიერიდან სოფო ლებანიძე დაიცავს.

მინისტრის თქმით, სამედიცინო მედიაციის სამსახურის ახალი უფროსი საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩა.

„ჯანდაცვის ომბუდსმენის მთავარი ამოცანაა, დაზღვეული მოქალაქეების განცხადებები და დავები უმოკლეს ვადაში განიხილოს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა მედიაციის სამსახურის სხვა ახალი თანამშრომლებიც წარადგინა.