პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის შეხვედრები ლატვიაში

1miSaaa-politika-2თბილისი, 31 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში ლატვის პრემიერ-მინისტრსა და იურმალას მერს შეხვდა.

პრემიერთან საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს.

საქართველოს პრეზიდენტის იურმალას მერთან შეხვედრისას კი ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ამ ქალაქის ანაკლიასთან დაძმობილების შესახებ.

მიხეილ სააკაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა რიგის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

საქართველოს პირველი პირი უკვე ესაუბრა ლატვიის პრეზიდენტს. მან მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო „სამი ვარსკვლავის ორდენი“ გადასცა.

გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ კი მხარეებმა  ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.