საზოგადოება
„ქართული ოცნება“ ბათუმში იუნკერთა სკვერში მშენებლობას ეწინააღმდეგება

1skveri-sazogadoeba-1თბილისი, 31 მაისი, საქინფორმი. ბათუმში, თავისუფლების მოედანზე, იუნკერთა სკვერში მიმდინარე მშენებლობას ოპოზიცია აპროტესტებს. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართეს.

მათი განცხადებით, ინვესტორს მრავალსართულიანი მულტიფუნქციური ნაგებობის ასაშენებლად ალტერნატიული ფართი უნდა გადაეცეს, ქალაქის ცენტრში არსებული სკვერი კი, საკუთრებაში ბათუმის თვითმმართველობას დაუბრუნდეს.