აქტუალური
თბილისი, 31 მაისი, საქინფორმი. პოლიციის აკადემიის რექტორად ხატია დეკანოიძის ნაცვლად დავით აფრასიძე დაინიშნება. როგორც ჟურნალისტებს შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, დავით აფრასიძის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს.
„ეს უკვე გადაწყდა და დავით აფრასიძე პოლიციის აკადემიის რექტორად უახლოეს დღეებში დაინიშნება“, – განაცხადა უტიაშვილმა.