რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში დღეს ბრუნდება

1-patriarq-religia-თბილისი, 30 მაისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II საქართველოში დღეს დაბრუნდება.

როგორც საპატრიარქოდან იუწყებიან, უწმიდესი და უნეტარესი შვედეთიდან ჩამოვა, სადაც მას მორიგი საპროფილაქტიკო გამოკვლევები ჩაუტარდა. კათოლიკოს-პატრიარქი თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის აეროპორტში 17.30 საათისთვის ჩამოფრინდება.

ილია II თბილისიდან საფრანგეთში 14 მაისს გაემგზავრა. 18 მაისს ის პარიზის საკონცერტო დარბაზში გამართულ „იავნანას“ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო. კონცერტზე უწმიდესის საგალობლები შესრულდა. საფრანგეთიდან პატრიარქი შვედეთში გაემგზავრა.