აქტუალური
ორგანიზაციას 28 მაისს გავრცელებული გიგი წერეთლის კომენტარიდან მოჰყავს ციტატა – „თუკი სახელმწიფო სტუქტურებში დასაქმებული ადამიანები მხარს ოპოზიციას უჭერენ და მათ მანიფესტაციებში მონაწილეობენ, ისინი სამსახურიდან უნდა გაუშვან“, რომლის შესახებაც ამბობს, რომ „პოლიტიკური თანამდებობის პირის ამგვარი განცხადება აღიქმება პირდაპირ ზეწოლად საჯარო მოხელეებზე, რაც კონსტიტუციით გარანტირებული აზრის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს“.
ორგანიზაცია თვლის, რომ დემოკრატიული საზოგადოებისთვის ამგვარი დამოკიდებულება მიუღებელია. საჯარო თანამდებობის პირები მაღალი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ საკუთარ გამოსვლებს და თავი უნდა შეიკავონ დისკრიმინაციული განცხადებებისაგან, რათა მათი გამონათქვამები ზეწოლად არ იქნას აღქმული და საჯარო მოხელეებს, სამსახურის დაკარგვის შიშით, არ შეეზღუდოთ აზრის გამოხატვის თავისუფლება.